თელავის N8 საჯარო სკოლაში სხვადასხვა ლამაზ თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან. ამჯერად, სკოლაში სიყვარულის დღე იზეიმეს.
სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგმა, ირინე ჩიხრაძემ სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო მოამზადეს და ჩაატარეს.
ღონისძიების ფარგლებში პედაგოგმა და მეშვიდეკლასელებმა მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს, წარმოთქვეს ლექსები და ლამაზად გაფორმებულ გარემოში პოეზიის საღამოს კიდევ უფრო ამაღლებული განწყობა სდევდა თან.