ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
ამისთვის სკოლაში სხვადასხვა აქტივობა იგეგმება.
ამჯერად, II კლასის მოსწავლეებმა, წელიწადის დროების მიხედვით, შთამბეჭდავი დიორამები შექმნეს. მათ ნამუშევრები სხვადასხვა მასალისგან დაამზადეს.
მეორეკლასელები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
იხილეთ ფოტოები: