გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად იზეიმეს. VIII-IX კლასის მოსწავლეებმა დედაენა ყვავილებით მოქარგეს და მშობლიური ენის მიმართ სიყვარული ასე გამოხატეს.
მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი შორენა ვარაზაშვილი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.