
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში პროექტი „უარი ვუთხრათ ტრადიციებისა და გარემოს დამახინჯებას“ ჩატარდა.
სკოლის მოსწავლეებმა ინფორმაცია გარემოს დაბინძურებისა და ადამიანების დაავადებების შესახებ მოიძიეს, თემატური პოსტერები შექმნეს. შემდეგ სოფლის მოსახლეობას შეხვდენენ და შესაბამისი მასალა გაუზიარეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
„უარი ვუთხრათ ტრადიციებისა და გარემოს დამახინჯებას. გარემოს დაბინძურება და ადამიანების დაავადებები. მოსწავლეები შეხვდნენ თემის მოსახლეობას, გადასცეს შესაბამისი მასალა“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: