„ლიტერატურული გარდასახვა“- ჯიმითის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
19-04-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა მეტად საინტერესო აქტივობა წარადგინეს.
„ლიტერატურული გარდასახვა“, ასე უწოდეს მეთერთმეტეკლასელებმა საკუთარ აქტივობას, რომლის ფარგლებშიც მათ საყვარელი პერსონაჟების როლები მოირგეს და ამ ფორმით ლიტერატურულ სამყაროში იმოგზაურეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი შორენა ვარაზაშვილი გახლავთ.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.