ქუთაისის N37 სკოლის მოსწავლე ლუკა ნემსიწვერიძემ ჭადრაკში იმერეთის სასკოლო ჩემპიონატზე I ადგილი მოიპოვა
19-04-2022

ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ნემსიწვერიძემ ჭადრაკში იმერეთის სასკოლო ჩემპიონატზე I ადგილი მოიპოვა. 

ლუკა 7 წლისაა, ის ნიჭიერი, შრომისმოყვარე და ბეჯითი მოსწავლეა. მან ჩემპიონატზე ღირსეულად ისაპარეზა და ეს გამარჯვება უკვე მეორედ მოიპოვა. 

სკოლა და დამრიგებელი მზია ლელაძე ამაყობენ მოსწავლით და მომავალშიც წარმატებას უსურვებენ.

„ეს 7 წლის ლუკა ნემსიწვერიძეა. ნიჭიერი, სათნო, წარმატებული. მან უკვე ორჯერ მოიპოვა I ადგილი იმერეთის სასკოლო ჩემპიონატში. სკოლა და დამრიგებელი მზია ლელაძე ულოცავს ამ დიდ გამარჯვებას და კვლავ უამრავ წარმატებას ელიან მისგან“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203