„რა განძი გვქონია?!“-სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს შთამბეჭდავი პროექტი მიეძღვნა
19-04-2022
სამტრედიის N4 საჯარო სკოლის II კლასის დამრიგებელმა, მარინა აბულაძემ პროექტი - „რა განძი გვქონია?!“ მოამზადა, რომელიც სკოლის სივრცეში მოეწყო. პროექტი დედაენის დღეს მიეძღვნა.

პატარა მოსწავლეებმა დედაენის მიმართ საკუთარი გრძნობები და დამოკიდებულება ფურცლებზე გადაიტანეს. მეორე კლასელებმა ამ ფორმით გამოხატეს სიყვარული და პატივისცემა მშობლიური ენისადმი.

მოსწავლეები დედაენის დღის დაწესების ისტორიას მარტივ, მათთვის გასაგებ ენაზე გაეცნენ.

პროექტმა მშობლიური ენის მნიშვნელობის შეგრძნების გაღვივებას შეუწყო ხელი; ასევე, მისი დაცვის აუცილებლობას, მოსწავლეთა შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარებასა და მათი ცოდნის გაღრმავებას.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა ასევე, შეისწავლეს ქართველი საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები ქართულ ენაზე, გაეცნენ და შეისწავლეს ქართველი პოეტების საუკეთესო პოეზიის ნიმუშები ამ თემაზე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203