სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
19-04-2022
სამტრედიის N4 საჯარო სკოლის IV1 კლასის დამრიგებელმა და ამავდროულად, წამყვანმა მასწავლებელმა, შორენა თევზაძემ მოსწავლეებთან ერთად საკლასო სივრცეში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.

პატარებმა ღონისძიების ფარგლებში წარადგინეს: ლექსები, სიმღერები და ინფორმაცია დედაენისა და დიდი მოძღვრის, იაკობ გოგებაშვილის შესახებ.

„ენა ქართული დედაა ჩვენი!

ჩვენთვის ქართული დედაენაა, დედაბოძია, დედასვეტია, დედაბუნებაა, დედასამშობლოა, დედაკაცია...

ყველა ის თბილი სიტყვაა, რომლითაც დედის ნანა გვახსენდება.

იაკობის „დედაენა“, ყველა ქართველის დედაენაცაა, ეროვნულია, სამწერლობოა, კულტურულია.

როგორ მოვიდა? რა გზა გაიარა? როგორია დღეს? - ამ კითხვებს ყველა ქართველი უნდა სცემდეს პასუხს. 

გთხოვთ, ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ დედაენის სამყაროში!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203