„პატარა სხეულის დიდი ძალაუფლება“ - შუაგორას საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
19-04-2022

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში ბიოლოგიაში დაუნის სინდრომის შესახებ პროექტი განხორციელდა. 

პროექტის თემა გახლდათ - „პატარა სხეულის დიდი ძალაუფლება“. პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართული X კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ქეთევან ჟვანიას ხელმძღვანელობით. პროექტი წარმოდგენილი იყო ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მოსწავლეებმა ნათლად და ამომწურავად ისაუბრეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. პროექტმა სკოლის პედაგოგების დიდი მოწონება დაიმსახურა. მათ მადლობა გადაუხადეს როგორც მოსწავლეებს, ასევე პროექტის ხელმძღვანელს, ქეთევან ჟვანიასაც ნაყოფიერი შრომისთვის.

მოსწავლეებმა პროექტის ბოლოს სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203