სამტრედიის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედაენის წიგნთან გულწრფელი ფიცი დადეს
19-04-2022
სამტრედიის N4 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებას პირველი კლასის პედაგოგმა ჟუჟუნა ჯღარკავამ და უნიჭიერესმა მოსწავლეებმა ერთი არაჩვეულებრივი დღე აჩუქეს.
პედაგოგის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა დედაენის დღეს ღონისძიება - „ჩვენ ვიზრდებით დედაენით“ მიუძღვნეს.
პატარები სიყვარულითა და მოწიწებით ფურცლავდნენ დედა ენის წიგნს და თითს აყოლებდნენ მათთვის სანუკვარ ფრაზას - „აი ია“ პატარებმა გულწრფელი ფიცი წარმოთქვეს დედაენის წიგნთან: „ჩვენ დავიცავთ ჩვენს მშობლიურ ენას და ჩვენი წარმატების საძირკველი იქნება იაკობ გოგებაშვილის დედა ენა“.