ბოგვის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მე-10 კლასის მოსწავლეებმა 11 ძირი ცაცხვი დარგეს
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვასა და გამწვანებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამისთვის კი სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ტარდება.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეების დამხარებით, სკოლის პერიმეტრზე 11 ძირი ცაცხვი დაირგო.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მადლობას უხდიან.
აღსანიშნავია, რომ მეათეკლასელები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ,.