„ო, ენავ ჩვენო“ - კოთელიის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
19-04-2022
თამაზ მელიქიძის სახეობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კოთელიის საჯარო სკოლაში სწავლა სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეები კი დიდი ინტერესით ერთვებიან როგორც სასკოლო ცხოვრებაში ასევე სხვადასხა, სამოქალაქო ცნობიერების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობაში. ბავშვები არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში.
„თამაზ მელიქიძის სახელობის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კოთელიის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მიეძღვნა ღონისძიება - „ო, ენავ ჩვენო". მე-8 კლასის მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია წარმოგვიდგინეს ქართული დამწერლობის პირველწყაროებიდან, ქართული წარწერები ძველ ხუროთმოძღვრების ძეგლებზე, დედაენის შექმნის ისტორია და წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების როლი დედაენის შექმნის პროცესში; ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გვიჩვენეს დედაენის გამოცემები სხვადასხვა წლებში, ბავშვებს და შეკრებილ საზოგადოებას ესაუბრნენ 1978 წლის 14 აპრილის მომიტინგეები ჩვენი სკოლის მასწავლებლები. მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული დღე სახალისო თამაშობებით დასრულდა; ღონსიძიების ორგანიზატორებს კი - ნინო მარტინენკოსა და ნანა წილკაურს დირექციამ და მშობლებმა მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203