„ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს“ - ტრადიციად ქცეული ღონისძიება თაგოს საჯარო სკოლაში
19-04-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება, რომლებშიც მოსწავლეები ყოველთვის ხალისით მონაწილეობენ.
უკვე რამდენიმე წელია სკოლის დირექტორის, ილია ბოლქვაძის ინიციატივით ღონისძიება - „ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს“ ტარდება. აღნიშნული ღონისძიება სასკოლო ტრადიციად იქცა.
ღონისძიების ფარგლებში ტრადიციულად მოსწავლეები და პედაგოგები დერეფანში, თავისუფალ ადგილას ლექსებს, მილოცვებს, სურვილებს, ნახატებს, კოლაჟებსა და მისალმებებს გამოაკრავე, რომელთაც ადრესატის მისამართი არ აწერია.
ბავშვები ულოცავენ ერთმანეთს, პედაგოგებს და ხალისობენ. ნაშრომი მანამდეა გამოფენილი, ვიდრე ადრესატი არ გამოიცნობს, ხსნის და სამახსოვროდ მიაქვს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203