„გაიგე მეტი ტრეფიკინგზე და იყავი დაცული“- გლოლის საჯარო სკოლაში ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა
19-04-2022

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლაში ტრეფიკინგის შესახებ ფილმის ჩვენება მოეწყო.

ჩვენება პროექტის - „გაიგე მეტი ტრეფიკინგისა და უსაფრთხო მიგრაციის შესახებ“ ფარგლებში გაიმართა. 

ფილმის ნახვის შემდეგ ტრეფიკინგზე დისკუსია გაიმართა. მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

„გაიგე მეტი ტრეფიკინგზე და იყავი დაცული“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203