წონიარისის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა
19-04-2022
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
სკოლაში ამჯერად, დედაენის დღე აღნიშნეს, რასთან დაკავშირებითაც კვირეული მოაწყეს.
კვირეულის ფარგლებში უფროსკლასელებმა დაწყებით კლასებში საინფორმაციო სახის ღონისძიება თემაზე - „ენა დედაა ერისა“ ჩაატარეს. მოსწავლეებს საინტერესო ინფორმაცია და პოსტერები ჰქონდათ მომზადებლი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პატარები სიხარულით შეუერთდნენ და ლექსები წარმოთქვეს.
„ქართული მარტო ენაა?-
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა!-
იმოდენაა!
„გილოცავთ დედაენის დღეს“, - ასე გვილოცავენ სახელმწიფო ენის დღეს წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203