„ფული - მისი უდიდებულესობა ხელის ჭუჭყი“​ - მუხურის თემის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
19-04-2022

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში თემაზე - „ფული - მისი უდიდებულესობა ხელის ჭუჭყი“ სასკოლო პროექტი განხორციელდა. პროექტის ხელმძღვანელი მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი - მანანა ცირდავა გახლავთ. 

პროექტში მონაწილეობდნენ VI, VII, IX, XI კლასების მოსწავლეები. საინტერესო იყო საპროექტო აქტივობების გადანაწილება-განხორციელების თითოეული ეტაპი.

პროექტის ფარგლებში, საგულისხმოა, რომ სხვადასხვა კათედრის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ ამ ფრიად საჭირო და საყურადღებო თემას:

  • ქართული ენის და ლიტერატურის კათედრა (ნატო ჯოლოხავა, ირმა თოდუა, მანანა თოდუა);
  • ისტორიის კათედრა (მაია მებონია, ნელიკო გახარია);
  • მათემატიკა (ქეთინო კვირკველია, ირმა პაპავა);
  • სამოქალაქო განათლება (მაკა მეგრელიშვილი);
  • ხელოვნება (თამარ გოგინავა);
  • ისტ (შორენა გოგუა).

პროექტი შეაჯამა სკოლის დირექტორმა როდერ ცირდავამ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203