თბილისის N108 სკოლის მოსწავლეებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელმა ყაზბეგის ეროვნული პარკი გააცნო
19-04-2022
თბილისის N108 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო შეხვედრები თუ აქტივობები ხშირად ტარდება.
ამჯერად, 4 აპრილს Vე კლასში დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელთან, მარინა ჩქარეულთან შედგა შეხვედრა.
შეხვედრა დისტანციურად პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით მიმდინარეობდა.
შეხვედრის მიზანი ყაზბეგის ეროვნული პარკის გაცნობა იყო. მოსწავლეები პარკის დაარსების ისტორიას, მის ინფრასტრუქტურას, ბიომრავალფეროვნებას გაეცნენ. ასევე, გააკეთეს საინტერესო ჩანაწერები და ჩანახატები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები პედაგოგი ლუსანა ლომაია გახლავთ.