ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-3 კლასში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
სკოლაში ამ თარიღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობდა. მე-3
ბ კლასში გამართულ ღონისძიებაზე ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, თემატური პლაკატი შექმნეს და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
ღონისძიების ხელმძღვანელი დალი ტეტემაძე იყო.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
„14 აპრილი დედაენის დღე....
„დედაენა სიბრძნის წიგნი .
მოჩუხჩუხე ცხრა წყარო.
აი ია ,აი თითი
აი მთელი სამყარო“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: