
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლება მიმდინარეობს. სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს კლუბი - octacore.
კლუბის წევრებმა Arduino-ს გამოყენებით შუქნიშნის მოდელის შექმნაზე იმუშავეს და საქმეს თავი შთამბეჭდავად გაართვეს.
IX კლასის მოსწავლეებმა - ლევან ჩოჩნიძემ, ალექსანდრე მეტრეველმა და დავით გაჩეჩილაძემ შუქნიშნის მოდელი დაამზადეს და წარმოადგინეს.
მოსწავლეთა მასწავლებელი ბელა თოდუა გახლავთ.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: