თბილისის N21 სკოლის მოსწავლეებმა ბარბარიზმების წინააღმდეგ „გაილაშქრეს“ - სკოლაში ორიგინალური გამოფენა გაიმართა
18-04-2022

თბილისის N21 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს. საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს თარიღთან დაკავშირებით სკოლაში გამოფენა გაიმართა. VIII და VIII კლასების მოსწავლეებმა ბარბარიზმების წინააღმდეგ გაილაშქრეს და თავიანთი ნამუშევრებით ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა წარმოადგინეს. 

ამ ორიგინალურ გამოფენას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ირინა ნაცვლიშვილი. 

„თუ მონობაში ჩავარდნილი ხალხი დედაენას მტკიცედ ინახავს, ეს იმას ნიშნავს, რომ თავისი საპატიმროს გასაღები ხელთა აქვს". ალფონს დოდე, „უკანასკნელი გაკვეთილი“. და ისევ VIII და VIII კლასები დედაენის სიყვარულით“,- აღნიშნულია სკოლის წერილში. 

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203