„აყვავებული თბილისი“ - თბილისის N53 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გარემოსდაცვითი პროექტი
18-04-2022
აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N53 საჯარო სკოლა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებს ზრდის. მისი მიზანია, მოსწავლეებმა ადრეული ასაკიდან გაიაზრონ, რომ მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ამასთან ახალისებენ გარემოსდაცვით ღონისძიებებს და მოსწავლეთა ყველა ინიციატივას დიდი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით უდგებიან.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მეცხრე კლასის მოწავლეებმა შექმნეს პროექტი - „აყვავებული თბილისი“.
„სკოლის IX პირველი კლასის მოსწავლეებმა - ნუცა ცუცქირიძემ, ნიკუშა ღვინიაშვილმა და ზუკა მილაძემ საკუთარი ინიციატივით, სკოლის ეზოს კეთილმოწყობისთვის, გამწვანებისთვის და სამომავლოდ თბილისის გამწვანებისთვის შექმნეს პროექტი სახელად - აყვავებული თბილისი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს