დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში
18-04-2022
ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში 11-15 აპრილს დედაენისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული.
დედაენის კვირეულის პირველი დღე დაეთმო ქართველი და უცხოელი, ცნობილი ადამიანების მიერ „დედაენის" შეფასებების, გამონათქვამების, სლოგანებისა და ციტატების პრეზენტაციებს;
მეორე დღე დაეთმო კალიგრაფიის კონკურსს;
მესამე დღე - მხატვრული კითხვის კონკურსს;
მეოთხე დღე - შეხვედრა პოეტსა და მეზღაპრე დალი თედორაძესთან;
მეხუთე დღე დაეთმო კვირეულის შეჯამებასა და დაჯილდოების ცერემონიალს.
კვირეულის ფარგლებში მრავლად იყო წარმოდგენილი სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეები, ღონისძიებები გამოირჩეოდა შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები.
აღსანიშნავია, რომ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები სკოლის დირექციამ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა, ხოლო ღონისძიებების ორგანიზატორ მასწავლებლებს ბრძანებით მადლობა გამოეცხადათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203