„მეგრული სამზარეულო“- ვარდისუბნის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
18-04-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში პროექტი „მეგრული სამზარეულო“ განხორციელდა. 

ის ისტორიის კლუბის კოორდინატორმა ირმა ყეინაშვილმა სასკოლო პროექტის „აქტიური მშობელი=წარმატებულ სკოლას“ ფარგლებში გამართა, მასში კლუბის ნორჩი წევრები და მათი მშობლები მონაწილეობდნენ.

„მშობლებმა გამოთქვეს სურვილი კვლავ მოეწყოს მსგავსი ღონისძიებები. მეც მზად ვარ კლუბის საქმიანობა წავმართ ისე, რომ კვლავ გაგრძელდეს ისტორიის კლუბის წევრებისა და მათი მშობლების თანამშრომლობა სხვადასხვა სახითა და თემის შესაბამისად“- ამბობს ისტორიის კლუბის „შეიმეცნე საქართველოს“ კოორდინატორი ირმა ყეინაშვილი.

პროექტის პრეზენტაცია სკოლის ფოიეში გაიარათა და მასში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

„აღნიშნული დღე იყო საოცრად ამაღელვებელი და ემოციებით დატვირთული. როგორც მოსწავლეები, ისევე მშობლები  ბედნიერები იყვნენ ერთად თანამშრომლობით. კმაყოფილების, აღფრთოვანების და ბედნიერების ნაპერწკალი გაყვებოდა მათ მიერ მომზადებულ პრეზენტაციებს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203