დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში
18-04-2022
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეული ჩატარდა.

ღონისძიებების ფარგლებში I-XI კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს. ყველაზე პატარებმა, პირველ კლასელებმა, ეს დღე კითხვის გაკვეთილით აღნიშნეს, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები ნახატებით „გააცოცხლეს“, ფურცლებზე გადმოიტანეს და ყველაზე ჯადოსნური ქართული სიტყვები კალიგრაფიულად გააფორმეს.

14 აპრილს დასკვნითი ღონისძიება - „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ“ ჩატარდა.

„მოსწავლეებმა წარადგინეს კალიგრაფიულად გაფორმებული ქართული ანბანი, თემატური პლაკატები, ისაუბრეს ქართული ენის შექმნის ისტორიაზე, პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები, როდესაც ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ შეუნარჩუნა თვითმყოფადობა სახელმწიფო ენას, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები. ღონისძიებას ფონად მიჰყვებოდა მოსწავლეთა მიერ შესრულებული სიმღერა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეომასალა ბმულზე:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203