გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დედაენის დღისადმი მიძღვნილი თემატური გაკვეთილები ჩაუტარდათ
18-04-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული გაიმართა. სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი აქტივობებში, რომელიც კვირეულის ფარგლებში იყო დაგეგმილი.
„გოგოლესუბნის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებს ქართული ენის კვირეული ფარგლებში დედაენის დღისადმი მიძღვნილი თემატური გაკვეთილები ჩაუტარდათ. ასევე, 14 აპრილს მოეწყო კვირეულის შეჯამება.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები ქართული ენის დღისა და ქართული ენის დიდი ისტორიის შესახებ. წაიკითხეს ქართველი პოეტების შედევრები, მწერალთა ჩანაწერები და მოგონებები. მოისმინეს ლექსის „ხმა კატამონთან“ დაწერის ისტორია და მისი მუსიკალური შესრულება. აქტივობის ორგანიზატორი იყო პედაგოგი თამილა ძნელაძე“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203