
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
გამართულ ღონისძიებაზე ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, ინტელექტუალური თამაში „სიტყვების ამოცნობა" და „ყველაზე სწრაფი“ ითამაშეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
ღონისძიების ორგანიზატორები ქართული ენისა და მუსიკის მასწავლებლები დალი რატიანი და მზევინარ ხაჭვანი იყვნენ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები: