თელავის N8 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
18-04-2022

თელავის N8 საჯარო სკოლა ზრუნავს მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნაზე და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე. სკოლაში მუდმივად აღინიშნება მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები, ამჯერად კი მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დედაენის დღესთან დაკავშირებით დაწყებითი საფეხურის, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მე-2 კლასის მოსწავლეების დამრიგებელი ნატო ჯავახიშვილი და მე-3 კლასის ხელმძღვანელი ლიკა დანაჭრელაშვილი, აქტივობა საინტერესო, მხიარული და მრავალფეროვანი იყოს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და მოისმინეს ისტორია 14 აპრილის დღესთან დაკავშირებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203