„ეს გარემო ჩვენია, გავინაწილოთ პასუხისმგებლობები“ - საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა კონფერენცია
18-04-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინტერესო აქტივობები იმართება. 

ამ საკითხთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, უფროსი კლასის მოსწავლეებმა უმცროსი კლასის მოსწავლეებს კონფერენცია - „ეს გარემო ჩვენია, გავინაწილოთ პასუხისმგებლობები“ ჩაუტარეს. აქტივობის ხელმძღვანელები გეოგრაფიის პედაგოგი ფატმან თაბუნიძე და სამოქალაქო განათლების პადაგოგი ლელა გელაშვილი იყვნენ. .

გარდა ამისა, მე-6 კლასის მოსწავლეებმა, გარემოს დაცვის შესახებ, ისტ-ის პედაგოგის ნინო ავეტისიანის დახმარებით,  ბუკლეტები შექმნეს და სოფლის მოსახლეობას დაურიგეს.

„პროექტის მონაწილეები სახალისო და საინტერესო აქტივობების განხორციელებას, აღნიშნულ თემაზე სამომავლოდაც გეგმავენ.  
სკოლის დირექცია მოხარულია და წარმატებებს უსურვებს მონაწილეებს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203