თამარიანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
18-04-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო სხვადასხვა აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში სკოლაში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?" ჩატარდა.

პროექტში ხუთი ჯგუფი, VII-X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თამაში 13-14 აპრილს ჩატარდა და გამარჯვებული გუნდი - „პეგასი“ გამოვლინდა.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება და სხვადასხვა კოგნიტური უნარების განვითარება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელები: ნონა ხარაშვილი და ნინო შუბითიძე გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203