„ქართული ქართველთ რწმენაა“- ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა
18-04-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

გამართულ ღონისძიებაზე -„ქართული ქართველთ რწმენაა“, ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, სხვადასხვა ნომერი წარმოადგინეს და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

„ღონისძიების მიზანი ჩვენი „ღვთაებრივი საუნჯის“ მიმართ პატივისცემის, მოკრძალების, სიყვარულის ჩანერგვა და განმტკიცება იყო. ღონისძიებას შემეცნებითი მნიშვნელობა ჰქონდა. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მიაწოდეს ინფორმაცა დამსწრეთ, რატომაა 14 აპრილი დედაენის დღე, ისაუბრეს ქართული ენის სიმდიდრეზე, მის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და გამორჩეულობაზე. გაესვა ხაზი იმაც, რომ ენა სიძლიერისა და ერთიანობის დუღაბია და ჩვენი წინაპრების უმთავრესი მიზანი ქართული სიტყვის გადარჩენა იყო, რადგან კარგად იცოდნენ , რომ „რა ენა წახდეს ერიც დაეცეს". მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ წინაპრებისგან რუდუნებით გადმოცემულ ლაზარეს ენას ისეთივე პასუხისმგებლობით გადასცემენ მომავალ თაობას . „დედაენაა შენი ფარი, შენი მახვილი" მოუწოდეს მათ ერთმანეთს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203