მუხრანის N1 სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი პოსტერები და ბუკლეტები შექმნეს
18-04-2022

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

VI კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ისაუბრეს. მათ დედაენასთან დაკავშირებით, მრავალფეროავნი პოსტერები და ბუკლეტები შექმნეს, რაშიც ელექტრონული პროგრამა გამოიყენეს.ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

„მოსწავლეებმა მრავალ ღირშესანიშნავ თარიღთა შორის, განსაკუთრებული სიყვარულით, პატივითა და დიდებით  აღნიშნეს „დედაენის" დღე, რომელიც 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა 1990 წელს.
არაერთხელ დამდგარა ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ერთი მათგანი ამ ავბედითობის ჟამისა 1978 წლის გაზაფხული იყო, როცა ქართული ენა საფრთხის წინაშე დადგა. მიუხედავად მავანისა და მავანის მზაკვრული ცდისა, ენა გადარჩა.  
მსოფლიოში ვერ ნახავთ ერს, რომელი ერიც ასე ეფოფინებოდეს, ესიყვარულებოდეს საკუთარ ენას. ქართული ხომ ღვთითკურთხეული ენაა, ხოლო „დედა ენა" -  კი წმინდა წიგნია, დედასავით  მშობლიური და ერთადერთი, რომლის შუქი და სითბო შორეული ბავშვობიდან მოგვყვება, გვათბობს  და გვეფერება. ეს მადლმოსილი წიგნი  მრავალჯერ გამხდარა შემოქმედის შთაგონების წყარო“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203