ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება მიეძღვნა
18-04-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
გამართულ ღონისძიებაზე ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, სტატიები, იმღერეს, იცეკვეს და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
ღონისძიების ორგანიზატორი პედაგოგი ნინო ქამადაძე იყო.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. „მსოფლიოში თოთხმეტ დამწერლობას შორის ერთ-ერთი ქართული დამწერლობაა. ჩვენამდე დაიცვეს და მოიტანეს დედა ენა. ჩვენც გაუფრთხილდეთ და შემდგომ თაობებს გადავცეთ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203