ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თუ ლამაზ მოვლენებს მუდამ განსაკუთრებულ ღონისძიებებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში ამჯერად, ქართული ენის დღე და სიყვარულის დღე აღნიშნეს.
„სიყვარული ღმერთია! და როგორც უფალი, სამშობლო - ერთია ქვეყანაზედა“ - ჩვენი ეროვნული იდენტობა კი ტკბილი და მრავლისმომცველი! საქართველოს მთებში ღვთივბოძებული ქართული ენა ენატკბილი და მრავალფეროვანია, ისევე როგორც საქართველოს ბუნება და ქართული ხასიათი.
ქართული ენის დღეს ებმის 15 აპრილი, სიყვარულის დღე - ყოვლისმომცველი არსის გაგების თარიღის აღსანიშნად.
ქართველებს გვიყვარს ყველაფრის გასულიერება და გაცოცხლება. ქართული ენა კი თავად არის სიცოცხლე და სიყვარულის უშრეტი ნაკადის წყარო.
ამდენად, ციხიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 15 აპრილისთვის მოამზადეს კედლის გაზეთის პროექტი, რაც მათი გულის ფიქრების ანარეკლია. უკანა ხედზე უკრაინის დროშაა, რაზეც დაიტანეს ფერთა სიმბოლოების მიმართების ლექსები. ხოლო, წინ ხედზე - საქართველოს სახელმწიფო დროშა კედლის გაზეთის თემის ამსახველი ტექსტებითა და ლექსებით დატვირთეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო: