
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ახალი საყულიის საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
ახალი საყულიის მეორლკასელები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ დედაენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში და არაერთი საინტერესო აქტივობა წარმოადგინეს, შეასრულეს სიმღერები, წარმოთქვეს ლექსები და კიდევ ერთხელ შეახსენეს ყველას, რომ მშობლიურ ენას გაფრთხილება სჭირდება.
აქვე შეუძლებელი არ აღინიშნოს, რომ ახალის აყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ არფორმალური განათლების პროექტებში და izrune.ge-ს ტესტებსაც შესანიშნავი შედეგებით გადიან
ღონისძიების ვიდეოჩანაწერი იხილეთ ბმულზე