„ღმერთების ენა“- წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
18-04-2022

მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

სკოლაში აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, კვირეული „ღმერთების ენა“ მიმდინარეობდა. მის ფარგლებში საინფორმაციო კლასსაათები, კალიგრაფისტთა კონკურსები და შემოქმედებითი ღონისძიებები გაიმათა, ასევე მუსიკალური კომპოზიციებიც წარმოადგინეს. შეიქმნა კედლის გაზეთები, მოსწავლეებმა ქართული ანბანიც დაამზადეს, რომლითაც მოირთო სკოლის ცენტრალური ფლიგელი.

კვირეული სახელმწიფო ენის კათედრის ორგანიზებით მიმდინარეობდა. კათედრის ხელმძღვანელი ნანა ჯიმშელეიშვილი-ქართველიშვილია.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

„კათედრის ხელმძღვანელი ნანა ჯიმშელეიშვილი-ქართველიშვილი. კათედრის წევრები მედეა მოდებაძე, მზისადარი ჯიქია, დალი კინწურაშვილი, მარინე შვანგირაძე, დარეჯან იობიძე“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203