იელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს
18-04-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლაში 14 აპრილი, დედაენის დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ამ დღის დაწესების ისტორია, მოამზადეს პრეზენტაციები, სიტყვა და ლექსები. ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ერის იდენტობის შენარჩუნებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ენას და რომ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა მისი დაცვა, მოფრთხილება.
„მოვეფერეთ ჩვენს საგანძურს - ქართულ ანბანს, მსოფლიოში არსებული 14 ანბანიდან ხომ ერთადერთი ვართ, ვისაც დამწერლობის სისტემური ევოლუციის შედეგად შექმნილი ანბანის სამი სახეობა გვაქვს და თანამედროვე რეალობაშიც სამივე ჰარმონიულად თანაარსებობს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა, ლეილა ხვიბლიანმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს ასეთი საინტერესო, მნიშვნელოვანი აქტივობისთვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203