კაცხის საჯარო სკოლა ენის, მამულისა და სარწმუნოების სადარაჯოზე
18-04-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. „ენა, მამული, სარწმუნოება“ - ეს სამი ღვთაებრივი საუნჯე იყო და არის მთავარი გამაერთიანებელი ქართველი ერისა.
„ასე იყო 44 წლის წინ, როდესაც ასიათასობით ქართველი გაერთიანდა დედაენისა და სახელმწიფოებრიობის დასაცავად. არ დავიღლებით მზისსხივოსანი დედაენის დაცვის წყურვილით“, - აღნიშნეს პატარებმა.
„არაფერი მახარებს იმაზე მეტად, როდესაც საქმიანი ფუსფუსია სკოლის კედლებში. მრავალჯერ წარმოგეჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები, ბავშვებო, მადლობა თქვენს პედაგოგებს“, - ასე გამოეხმაურა ღონსიძიებას კაცხის საჯარო სკოლის დირექტორი, ხათუნა მოდებაძე ღონისძიებას.
აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ კაცხის საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.