ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული გაიმართა
18-04-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში საინტერესო აქტივობები ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოეწყო ნახატების გამოფენა ,დამზადდა ბუკლეტები და პლაკატი - „არა ბარბარიზმებს“, გამოიცა კედლის გაზეთი სახელწოდებით: „მარად უკვდაო, დედაო ენავ!“ და ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით: „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა !“

მოსწავლეებმა წაიკითხეს მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები ქართულ ენაზე, წაიკითხეს ცნობილი პოეტების ქართული ენის ქებად ამოთქმული ლექსები; გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილს თბილისში ქართული ენის დაცვის გამო მომხდარი ცნობილი მოვლენები და პატივი მიაგეს მარად უკვდავ, უჭკნობ, „ღმერთების ენას“.

ღონისძიების ხელმძღვანელი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი დარეჯან ტუსკაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203