საქობოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედაენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს და ანბანეთში „იმოგზაურეს“
18-04-2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის, საქობოს საჯარო სკოლის 1 „ა“ და  1 „ბ“ კლასებში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, სადაც ბავშვებმა დედაენაზე  თქვეს ლექსები და შეასრულეს პატრიოტული სიმღერები.

„ზეიმს ესწრებოდნენ მშობლები, დაწყებითი კლასის მოსწავლეები და დირექცია, იყო ემოციების ზღვა და ჯადოსნური მოგზაურობა ანბანეთში, რომელზე მოგონებასაც ღონისძიების დასასრულს გადაღებული ერთობლივი ფოტოები კიდევ დიდხანს შემოინახავს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის, საქობოს საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟუმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე. და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203