ჭიურის საჯარო სკოლაში დედაენის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს
18-04-2022

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ჭიაურის საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟუმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე. და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლაში ჩატარდა  ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ქართული ენის დღეს!

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა. ბავშვებმა შეასრულეს ლექსები და სიმღერები, ხალხური საკრავების გამოყენებით.

ღონისძიებას უძღვებოდნენ ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელი - თეა დარბაიძე და მუსიკის მასწავლებელი -  ლარისა დეკანოიძე!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203