ნაბახტევის საჯარო სკოლაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე მუდამ ზრუნავენ
19-04-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის, ნაბახტევის საჯარო სკოლაში, დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეები მხოლოდ ფორმალური განათლების მიმართულებით არ ვითრდებიან. ისინი არაფორმალური განათლების სხვადასხვა პროექტშიც წარმატებით მონაწილეობენ და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც ბევრს მუშაობენ. 
ნაბახტევის საჯარო სკოლაში მოსწავლეები არა მხოლოდ საგნებს, არამედ ჰუმანურობას, ტოლერანტობას სწავლობენ და ისიც იციან, რომ მეგობრები არასოდეს ითვლიან ქრომოსომებს.

როგორც Etaloni.ge-ს ნაბახტევის საჯარო სკოლის დირექტორმა, თმაზ ნოზაძემ უამბო, I,II და V კლასებში ჩატარდა დაუნის საერთაშორისო  დღესთან დაკავშირებული ღონისძიება: „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“.
 
I კლასის ხელმძღვანელი გახლავთ ელზა მაისურაძე, II კლასის ხელმძღვანელი - ეკატერინე თედეშვილი, ხოლო V კლასის ხელმძღვანელია მაია რიჟამაძე, რომელთაც, მოსწავლეებთან ერთად, თანასწორობის, ტოლერანტობის მარცვალი გააღვუივეს ნაბახტევის საჯარო სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203