ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის ჯადოსნური სამყაროს ლაბირინთებში იმოგზაურეს
18-04-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის, ზიკილიის  საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონსიძიება და რომელიც 14 აპრილს - დედაენის დღეს მიეძღვნა და რომელშიც საბაზო საფხეურის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ. ეს იყო ემოციების ზღვა და ნამდვილი ჯადოსნური მოგზაურობა ქართული ენის ისტორიულ ლაბირინთებში.

ზიკილიის საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე. და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203