ყაურმის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ქართული ენის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს
18-04-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ყაურმის საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟუმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე. და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ამის დასტურია ღონისძიება, რომელიც ყაურმის საჯარო სკოლაში ჩატარდა და რომელიც 14 აპრილს - დედაენის დღეს მიეძღვნა. მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები... ეს იყო ემოციების ზღვა და ნამდვილი ჯადოსნური მოგზაურობა ქართული ენის ისტორიულ ლაბირინთებში.

14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა, როდესაც საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა და საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, პროტესტი 60-ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა, საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203