„ჯანმრთელობა და მუსიკა“- პირველი სვირის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
18-04-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში აქტივობა „ჯანმრთელობა და მუსიკა“ განხორციელდა. 

აქტივობა სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მუსიკის მასწავლებლის თეა ყიფიანის ორგანიზებით, პროექტის „ჯანმრთელობა -კეთილდღეობის საწინდარია” ფარგლებში გამართეს. 

მოსწავლეებმა  ბავშვთა ინფექციურ დაავადებებზე პრეზენტაცია წარმოადგინეს, ისაუბრეს ძველ ტრადიციებზე, რომელთა მიხედვითაც „ბატონებს“ მუსიკითა და ცეკვით ხვდებოდნენ. შეასრულეს სიმღერები „მოუოხეთ ბატონებო” და „იავნანა”.

„მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები ბავშვთა ინფექციურ დაავადებებზე - ძველ ცნობიერებაში “ბატონებზე”,ისაუბრეს ძველ ტრადიციულ რიტუალებზე: „ბატონების” დახვედრაზე ფანდურით, ცეკვა-სიმღერით, შეზღუდვებზე, შემდეგ ტკბილი ხონჩით გაცილებაზე. ისაუბრეს მუსიკის სასიკეთო გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე, ნერვულ სისტემაზე, თანაგრძნობის გაღვივებაზე, განწყობის შექმნაზე. მადლობა და წარმატებები“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203