ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლემ შვილმკვდარ დედებს ლექსი მიუძღვნა
09-03-2018
ტყემლანის და საყუნეთის საჯარო სკოლებმა დედის დღისა და 8 მარტის აღსანიშნავი ერთობლივი ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ - რესურსცენტრის წარმომადგენლები, კულტურის სამსახური, ადგილობრივი თვითმმრთველობის წევრები, სხვადასხვა სკოლის დირექტორები, სკოლის მასწავლებლები და მშობლები.
ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლემ შვილმკვდარ დედებს საკუთარი ლექსი მიუძღვნა. „ემოციური ღონისძიება გამოვიდა, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ლამაზი დღე აჩუქეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლებს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ და ერთობლივად არაერთი ღონისძიებას თუ პროექტს ახორციელებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია