დილიკაურის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
18-04-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

მე-3 კლასში აქტივობა „ჩვენ დავიცავთ, ვუპატრონებთ და სხვას არ დავუთმობთ მამულს, ენას და სარწმუნოებას“, ჩატარდა.

ხოლო მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე მთელ საქართველოს და სკოლას განსაკუთრებულად მიულოცეს.

„ენას, რომელმაც გამოძერწა სიტყვა „გარდაცვალება“, გარდაცვალება არ უწერია“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203