
თიანეთის მუნიციპალიტეტის, ზარიძეების საჯარო სკოლაში, დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე.
ზარიძეების საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების ეგიდით, სასკოლო თემს წარუდგინეს ორი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც ორიენტირებულია სამოქალაქო ცნობიერებისა და სასკოლო კულტურის განვითარებაზე.
„პედაგოგი გახლავთ ზვიად გიანაშვილი, კომპეტენტურმა კი ჟიურიმ, ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით, ობიექტურად შეაფასა მოსწავლეთა ნამუშევრები და მომავალი წარმატებები უსურვა მათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფრომაციაში.