ნაბახტევის საჯარო სკოლაში საქართველოს თავისუფლებას შეწირული გმირები გაიხსენეს
18-04-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის, ნაბახტევის საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
ამჯერად, ნაბახტევის I,II და V კლასების მოსწავლეებმა 9 აპრილის მოვლენებს ერთობლივი ღონისძიება მიუძღვნეს, რომელიც „მწუხარე არის, ვით გლოვის ზარი!"
I კლასის ხელმძღვანელი გახლავთ ელზა მაისურაძე, II კლასის ხელმძღვანელი - ეკატერინე თედეშვილი, V კლასის ხელმძღვანელი მაია რიჟამაძე, რომელთაც, მოსწავლეებთან ერთად, გაიხსენეს საქართველოს თავისუფლებას შეწირული გმირები და იმოგზაურეს ისტორიულ ლაბირინთებში.