
ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში, დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ივიწყებენ, რომელიც ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.
ახლახან ჩატარდა ცხოვრების ჯაბსაღი წესის პროექტის მორიგი აქტივობა - ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები ჯანსაღი ცხოვრების, მავნე ჩვევების მიდრეკილებების და კონფლიქტების მოგვარების თემებზე. აქტივობის მიზანი კი გახლდათ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.