ვალის N4 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა
18-04-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლის, ნინო აზირაშვილის ხელმძღვანელობითა და ქართული ენის კათედრის ჩართულობით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.
სკოლაში დედაენის დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. კვირეული 11 აპრილს პრეზენტაციით - „არა ბარბარიზმებს“ დაიწყო.
12 აპრილს ქართული სექტორის მოსწავლეებისთვის ჩატარდა კონკურსი კალიგრაფიაში, ხოლო სომხური სექტორის მოსწავლეებისთვის - კარნახით წერაში. სამი საუკეთესო ნაწერის ავტორი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებით;
13 აპრილს დამზადდა კედლის გაზეთები;
14 აპრილს მოეწყო პრეზენტაცია დედაენის დღეზე, მოსწავლეებმა მოისმინეს ამ დღის დაარსების ისტორია;
15 აპრილს კი კვირეული დასრულდა ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსების მხატვრულად კითხვის კონკურსით. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებით.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები კვირეულში ენთუზიაზმით ჩაერთნენ და სხვადასხვა ღონისძიებაში ხალისით მონაწილეობდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203